სიახლეები

ხანგრძლივი ვიდეოები ნიუს ფიდში

ნიუს ფიდში ვიდეოების განაწილების წესი იცვლება. ფეისბუქის ალგორითმი მეტ ყურადღებას დაუთმოს “ვიდეოს ბოლომდე ყურების პროცენტულობას”. 

ერთ წელზე მეტია, ფეისბუქი ყველანაირად ცდილობს, ვიდეოები მაქსიმალურად მიმზიდველ კონტენტად აქციოს. ბევრს ფიქრობდა ფეისბუქი ვიდეოების ნიუს ფიდში განაწილების შესახებაც. დღევანდელი მონაცემებით, ფეისბუქი ყურადღებას აქცევს სხვადასხვა მაჩვენებელს, მათ შორის – რამდენ ხანს უყურებენ კონკრეტულ ვიდეოს ადამიანები, ურთავენ თუ არა ხმას და ხსნიან თუ არა მას მთლიან ეკრანზე. 

volkswagen

ახლა ფეისბუქი ახალ საზომს ამატებს ვიდეოებს და ესაა პროცენტული მაჩვენებელი – რამდენი პროცენტით უყურეს კონკრეტულ ვიდეოს. 

ცალსახაა, რომ მოკლე ვიდეოების ბოლომდე ყურების შანსი მეტია, თუმცა, ალგორითმის წინანდელი პრინციპი, სწორედ ამ წესის გათვალისწინებით, ირიბად “ჩაგრავდა” გრძელ ვიდეოებს. იმისთვის, რომ გრძელი ვიდეოები არ დაიჩაგროს, ფეისბუქი წაახალისებს მათ. 

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს ცვლილება ეხება მხოლოდ ორგანულ წვდომას და არა ვიდეო რეკლამებს. 

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ არსებობს კონკრეტული სიგრძე, რომელსაც ვიდეო უნდა აკმაყოფილებდეს. მთავარ მახასიათებლად ისევ რჩება კონტენტის შინაარსი და მისი რელევანტურობა. 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

მესიჯები იუთუბზე

იუთუბმა ვიდეოების გაზიარების ახალ გზას მიმართა და მობილურ ...

Facebook