Fb სიახლეები, სიახლეები

Oculus Go – ფეისბუქმა ახალი ვირტუალური მოწყობილობა წარადგინა

11 ოქტომბერს, სან-ხოსეში ფეისბუქმა ვირტუალური რეალობის ახალი მოწყობილობა Oculus Go წარადგინა.

oculus-go-whole-470x310@2x

Oculus Go იქნება ყველაზე ხელმისაწვდომი VR მოწყობილობა მათ შორის, რაც კი აქამდე ყოფილა: მისი ღირებულება 199 $-დან დაიწყება.

ახალი ოკულუსი არ საჭიროებს კაბელებს მობილურთან ან კომპიუტერთან დასაკავშირებლად. არის ძალიან მსუბუქი და ადვილად მოსახმარი. დამზადებულია მსუნთქავი მასალისგან და საუკეთესო ლინზისგან. გამოყენება შესაძლებელია სათვალესთან ერთადაც კი ^_^

ახალი მოწყობილობის მეშვეობით თქვენ ნებისმიერ დროს, ძალიან მარტივად გადაეშვებით ვირტუალური რეალობის სამყაროში: უყურებთ ფილმებს, ითამაშებთ 1000-ზე მეტ თამაშს, 360 გრადუსით დაათვალიერებთ მსოფლიოს და ა.შ.

მარკ ცუკერბერგის სურვილია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს ვირტუალური რეალობით სარგებლობის საშუალება. უფრო კონკრეტულად მიზანში 1 მილიარდი მომხმარებელია ^_^

ოკულუსი

Oculus Go-ს შეძენა 2018 წლიდან შეგიძლიათ. თუ გსურთ მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიღება მოწყობილობის შესახებ,  დარეგისტრირდით ბმულზე: Oculus.com ^_^

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook