Fb სიახლეები

ქრებიან “ლაიქები” გვერდებიდან?

ორგანული წვდომა რომ თითქმის მოკვდა და ბიზნესგვერდებს უწევთ რეკლამაში ფულის გადახდა, ახალი ამბავი აღარაა. ადამიანებს უკვე შეუძლიათ, უარი თქვან თქვენი რეკლამების ნახვაზე მაშინაც კი, თუ თქვენი გვერდი დალაიქებული აქვთ. გვერდების გამომწერების დათვლა აღარ არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი გვერდის ჩართულობის გასაზომად. უშუალოდ პოსტზე ჩართულობა და სხვა მნიშვნელოვანი საზომები გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე 100 000 მოწონება, რომლის ყიდვაც მარტივადაა შესაძლებელი.

likes

ახალი ტესტირების ფარგლებში, ფეისბუქმა დაიწყო გვერდებიდან გამომწერების რაოდენობის გაქრობა. 100%-ით არ არის გადაწყვეტილი, მოაშორებენ თუ არა ამ საზომს მთლიანად, თუმცა, რადგან ტესტირება დაიწყეს, ე.ი. რაღაც ცვლილებას ამ კუთხით უნდა ველოდოთ. 

არგუმენტი, რის გამოც კომპანიები ყურადღებას აქცევენ გამომწერების რაოდენობას არის ის, რომ მომხმარებელი მეტლაიქიან გვერდს უფრო ლეგიტიმურად და სანდოდ მიიჩნევს. თუმცა, მაშინ, როდესაც მოწონებების გაზრდა მარტივად შეგიძლიათ სხვადასხვა ფასიანი თუ უფასო ხელსაწყოებით, ეს საზომი მაინც არ გამოდგება გვერდის სანდოობის საზომად. 

დაველოდოთ, რა მოხდება! 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

მესიჯები იუთუბზე

იუთუბმა ვიდეოების გაზიარების ახალ გზას მიმართა და მობილურ ...

Facebook