Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

Power editor-ისა და Ads manager-ის ალიანსი

ფეისბუქმა გადაწყვიტა, სოციალური მედიის მენეჯერები ტანჯვისგან გვიხსნას და რეკლამებზე სამუშაო ორი სივრცე: “ფაუერ ედიტორი” და “ედს მენეჯერი” გააერთიანოს. ბევრი თქვენგანი შესაძლოა, უკვე ეზიარა სიახლეს, თუმცა, ვართ ისეთებიც, ვის ტექნიკაშიც ყველაფერი არც ისე სწრაფად აღწევს.

ზოგიერთი ფუნქცია რომ ჭედავს და ურევს, ნამდვილად იმის მაუწყებელია, რომ “აფდეითები” მასიურად მიმდინარეობს.

Power editor

ალბათ, უმეტესობა თქვენგანი ისედაც ერთ სივრცეს იყენებს სამუშაოდ. მე, მაგალითად, Ads Manager-ის “თიმში” გავდივარ, უფრო მოსახერხებელი და მეგობრულია, თუმცა, “ფაუერ ედიტორში” შებოტება მაინც ხშირად მიწევს ზოგიერთი ფუნქციის გამო. ან როცა ერთ ხელსაწყოს ხარვეზი აქვს და რომელიმე ფუნქცია დროებით არ მუშაობს, მეორეს მივადგები ხოლმე უძღები შვილივით.

ამჟამად ფეისბუქი Power editor-ის “ფაუერებს” “ედს მენეჯერისას” უერთებს და იმედი გვაქვს, საბოლოოდ რამე მარტივი და მოსახერხებელი გამოვა. ამ კვირიდან ნელ-ნელა ყველას “დაგვიაფდეითდება” სამუშაო სივრცე და პლატფორმაზე შემოსულებს ერთხელაც ახალი ხელსაწყო დაგვხვდება.

შენარჩუნდება “ედს მენეჯერის” სიმარტივე და “ფაუერ ედიტორის” სასარგებლო  ფუნქციები: ამჯერად ყველას მოგვიწევს ე.წ. ესკიზებთან მუშაობა (drafts). ანუ ჩვენი შექმნილი რეკლამები, “ედ სეტები” და კამპანიები “დრაფტებში” შეინახება და არ დაიკარგება. “ედვერთაიზერებს” ეს საშუალებას მისცემს, ჯერ ყველაფერი ააწყონ, ასჯერ გაზომონ, აწონ-დაწონონ და შემდეგ გამოაქვეყნონ.

პოსტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მოგვიწევს,  გადავხედოთ მათ (review changes) და შემდეგ გამოვაქვეყნოთ (ზუსტად ისე, როგორც “ფაუერ ედიტორის” შემთხვევაში ხდებოდა). ისინი კი, ვინც მოთმინების უნარით არ გამოვირჩევით, ცივ წყალს დავეწაფებით, სანამ ახალი მენეჯერი ცვლილებებს “გადახედავს”.

მთლიანობაში სიახლე, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება. ფეისბუქზე ყველაფერი გამარტივებისკენ მიდის. თითოეული ფუნქცია  მოსახერხებელი უნდა იყოს გამოსაყენებლად. როგორც ჩანს, არც ორი ხელსაწყოს საჭიროება არსებობდა ^_^

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook