სახელმძღვანელო

როგორ დავიცვათ გვერდი გატეხვისგან

ბოლო დროს რამდენიმე ადამიანმა მოგვმართა ერთი და იგივე მიზეზით – ფეისბუქის ანგარიშები გაუტეხეს და შეუზღუდეს წვდომა გვერდებზე, რომლებსაც მართავდნენ. სანამ ის გაირკვევა, არის თუ არა ეს ორგანიზებული შეტევა თუ რაიმე ვირუსის მოქმედების შედეგი, გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ, კიდევ უფრო დაცული გახადოთ თქვენი გვერდი და მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან მოსალოდნელი გართულებები.

პაროლი

პაროლის პერიოდული შეცვლა აუცილებელია, რათა შეამციროთ არასასურველი წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე.

general_settings

კოდების გენერატორი

ფეისბუქზე შესაძლებელია კოდების გენერატორის გამოყენება, რომელიც თქვენი ტელეფონის მეშვეობით ქმნის უნიკალურ ერთჯერად კოდს, რომელიც გაძლევთ საშუალებას, შეაღწიოთ თქვენს პროფილზე. ასევე გეძლევათ კოდების სია, რომელიც ტელეფონის არქონის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

პირველ რიგში გაააქტიურეთ კოდების გენერატორი:

code_generator

პროფილზე შესვლისას (სახელის და პაროლის ჩაწერის შემდეგ) მოგთხოვთ კოდს:

login_code

ფეისბუქის მობილურ აპლიკაციაში მოგივათ ნოტიფიკაცია კოდის შექმნის შესახებ:

code

მიიღეთ შეტყობინება თქვენი ფბ პროფილის შესვლის თაობაზე

ყურადღება მიაქციეთ, რომ შეტყობინების მიღება ექაუნთზე შესვლის შესახებ მონიშნული იყოს. თქვენ მომენტალურად უნდა იღებდეთ ინფორმაციას, თქვენი ანგარიშით ფეისბუქზე შეღწევის შესახებ.

login_alerts

შეამოწმეთ ყველა აქტიური წვდომა და გააუქმეთ არანაცნობი სესიები

ხშირად ხდება, როცა სხვა კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან შევდივართ ჩვენს ფეისბუქზე ანდა გადაუდებელ შემთხვევაში საჯარო კომპიუტერიდან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაგრჩებათ ჩართული ფეისბუქი, ნუ იღელვებთ რადგან სისტემიდან გამოსვლა დისტანციურადაც შეიძლება ნებისმიერ დროს. ამისათვის უნდა შეხვიდეთ თქვენი ექაუნთის პარამეტრებში და დახუროთ ყველა არასასურველი სესია.

logged_sessions

შეამოწმეთ აპლიკაციები, რომლებსაც წვდომა აქვთ თქვენს პირად მონაცემებზე

ალბათ, ხშირად გითამაშიათ ფეისბუქზე ანდა გამოგიყენებიათ აპლიკაცია. მათ შორის, ისეთი აპლიკაციებიც, რომელიც მაინცდამაინც სანდო არ არის. ჰაკერები ექაუნთების გატეხვას ხშირად ასეთი აპლიკაციების მეშვეობით ახერხებენ. წარმოიდგინეთ, როდესაც თქვენ იწყებთ თამაშს ან აპლიკაციის გამოყენებას, ამ კონკრეტულ აპლიკაციას აქვს მოთხოვნა, რომ მაგალითად სურს წვდომა მიიღოს თქვენს სახელზე, მეილზე და ადგილმდებარეობაზე, ან იმ გვერდების სიაზე რომელსაც მართავთ. Oops! თუ აპლიკაცია არასანდოა ან არასათანადოდ დაცული, მაშინ თქვენ ნებაყოფლობით აძლევთ წვდომას მესამე პირს. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ შედით პარამეტრებში და გააუქმეთ ყველა აპლიკაცია, რომელსაც არ იყენებთ.

app_settings

შეამოწმეთ გვერდის აპლიკაციები

იგივე საფრთხე ვრცელდება გვერდების აპლიკაციებზე. ასევე შეამოწმეთ და წაშალეთ ყველა არასასურველი აპლიკაცია.

page_apps

შეამოწმეთ გვერდის მმართველთა როლები

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ კარგად შეამოწმოთ გვერდების მმართველთა როლები, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გაუგებრობა. Editor – საკმარისი წვდომაა იმისათვის, რომ ყველა საჭირო მოქმედება განახორციელოს მენეჯერმა. Admin-ის ფუნქციით შესაძლებელია მხოლოდ 2 ან 3 ადამიანი სარგებლობდეს.

page_roles

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

აუდიტორიის შენებას რა უნდა, რა უნდა!

დღეიდან ფეისბუქმა კიდევ ერთი მიმართულება "ჩაყლაპა".

Facebook