Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

Snooze Button – ფეისბუქი ახალ ფუნქციას ტესტავს

რამდენი ფეისბუქ მეგობარი დაგიunfollowებიათ და მერე საერთოდ დაგვიწყებიათ, რომ ასეთი ადამიანი ოდესმე არსებობდა?

ფეისბუქი ახალ ფუნქციას ტესტავს: Snooze Button (შეგვიძლია, ვთარგმნოთ როგორც წაძინების ან სულაც წაყრუების ღილაკი) საშუალებას მოგცემთ, დროებით არასასურველი ადამიანები, გვერდები და ჯგუფები კრიზისის გადავლამდე გააქროთ თქვენი ნიუსფიდიდან.

Snooze

განვიხილოთ მაგალითი: ფეისბუქ მეგობარი თაფლობის თვის ბედნიერ სურათებს დებს, თქვენ კი რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაშორდით შეყვარებულს.

თუ გრძნობთ, რომ სხვისი ბედნიერების ყურება თქვენს მენტალურ მდგომარეობას მალამოდ არ ედება და იმასაც იაზრებთ, რომ ეს დიდხანს არ გასტანს, შეგიძლიათ აირჩიოთ ვადა და ყველა ბედნიერი ადამიანი დროებით გააქროთ ნიუსფიდიდან 🙁

facebook-snooze-24-hours-7-days-30-days

იგივენაირად შეგიძლიათ, მოექცეთ გვერდებსა და ჯგუფებს: რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მაგივრად, დროებით გაერიდოთ ^_^

მართალია, ფუნქცია ჯერ ტესტირების რეჟიმშია, მაგრამ ჩვენ უკვე გვიყვარს და გვჭირდება.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook