Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

Today in – ფეისბუქის ახალი სივრცე ლოკალური ამბებისთვის

ფეისბუქი თავის აპლიკაციაში ადგილობრივი გამომცემლებისთვის და მედია საშუალებებისთვის ცალკე სივრცეს ტესტავს, რომელთანაც წვდომა, ჯერჯერობით, აშშ-ის ექვს ქალაქს აქვს.

Today in კომპანიის ჟურნალისტური პროექტის ნაწილია. როგორც ჩანს, ფეისბუქს სურს, უფრო მეტად აკონტროლოს “ნიუს ფიდი” და მასში გავრცელებული სიახლეები. მომხმარებლები აპლიკაციის ამ სექციაში გაეცნობიან ლოკალურ ამბებს, რომლებსაც ადგილობრივი მედია საშუალებები გაავრცელებენ და რომლებიც მათთვის ყველაზე მეტად რელევანტური იქნება. მკითხველებს შეეძლებათ, გამოიწერონ სიახლეები სხვა ადგილებიდანაც (მაგალითად, თუ თქვენი მშობლიური ქალაქის ამბებით ხართ დაინტერესებული, მათაც გაეცნობით).

today in 1

თუმცა, ყველა ადგილობრივ გამომცემელს ამ სექციაში მოხვედრის საშუალება არ ექნება. საჭიროა, რომ ჯერ ფეისბუქის გუნდმა დაადასტუროს მათი უფლებამოსილება.

გამოადგებათ თუ არა ადგილობრივ მედია საშუალებებს ეს სიახლე? კი, თუ ყალბი ნიუსების გავრცელებით არ არიან დაკავებულნი ^_^ შეგახსენებთ, რომ ფეისბუქი სწორედ ამის წინააღმდეგ იბრძვის.

ახალი ფუნქციის გლობალურად ჩაშვების ამბავი, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი. დაველოდოთ, მოვლენების განვითარებას ^_^

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook