Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

Watch – ფეისბუქის ახალი პლატფორმა

9 აგვისტოს მარკ ცუკერბერგმა ფეისბუქის ახალი პლატფორმის Watch-ის ჩაშვების შესახებ გააკეთა განცხადება.

Watch – ეს იქნება ადგილი, სადაც იპოვით გადაცემებს, შოუებს, ეპიზოდებს. აღმოაჩენთ, რას უყურებენ თქვენი მეგობრები, რომელი გადაცემებია ყველაზე ყურებადი და პოპულარული, გამოიწერთ საყვარელ შოუს ან მის ავტორს, რომ არც ერთი ეპიზოდი არ გამოგრჩეთ.

კომპანიის სურვილია, ვიდეოების ყურების გამოცდილება შეიცვალოს, იყოს უფრო აქტიური, ინტერაქციული, გაზიარებადი, რათა საერთო ინტერესების მქონე ადამიანებმა ადვილად იპოვონ ერთმანეთი.

ამა თუ იმ გადაცემის მიმდინარეობის დროს ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება, დისკუსიაში შევიდეს სხვა მაყურებლებთან, გაუზიაროს თავისი აზრი, განიხილოს ეპიზოდი ან მოგვიანებით შეუერთდეს ჯგუფს, სადაც საერთო ინტერესების მქონე ხალხი საყვარელ გადაცემებზე იმსჯელებს.

ასე ტკბილად შეიქმნება თემები, საზოგადოებები ან გნებავთ სექტები ^_^  მოკლედ, მსოფლიო გახდება უფრო დაკავშირებული.

როგორც მარკი იმედოვნებს, “ვოჩი” უამრავ, სხვადასხვა ტიპის გადაცემას შემოგვთავაზებს: დაწყებული რეალითი შოუებიდან, დამთავრებული სპორტული ივენთების ლაივ ტრანსლაციებით. გადაცემებს შექმნიან როგორც პროფესიონალები, ასევე ჩვეულებრივი მოკვდავები ფეისბუქის საზოგადოებიდან.

newsroom-hero_final-blue-11

Watch-ის ტაბი ფეისბუქზე ჯერ მხოლოდ შტატებში, შეზღუდული რაოდენობის მომხმარებელს დაემატება. გეგმაშია მისი მასიურად ჩაშვება, თან რაც შეიძლება მალე.

P.S. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ იუთუბს კიდევ ერთი მხრიდან შეუტია ფეისბუქმა. არადა, სულ რამდენიმე დღის წინ შემოგვთავაზა ვეტერანმა იუთუბმა სიახლეები 🙁 აფსუს

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook